შეხვედრები

 2014 წელი  
მეორე შეხვედრა
            მეორე შეხვედრა უცნაურად დაიწყო, ჯგუფის ყველა წევრი ნაწყენია, დაუმსახურებელი საყვედური მივიღეთ, აშკარად არ ვმალავთ გაბრაზებას (ყოჩაღ ქალბატონო ნონა, მშვენიერი ნერვები აღმოგაჩნდათ). რაღაცეები გავარკვიეთ, მგონი მართლაც გაუგებრობა იყო, ცოტა დავმშვიდდით; ახლა საქმე... 
        სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ, "ათასწლეულების გამოწვევის ფონდმა – საქართველომ" ცენტრის საფუძველზე კერძო კომპანია GOPA შეარჩია, რომლის მიზანია ჩაერთოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მივიღეთ ინფორმაცია ივნისის ბოლოს ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე და ოქტომბერში დაგეგმილი პროექტის შესახებ. ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროექტის შესახებ, ჩამოვაყალიბეთ პროექტის ზოგადი გეგმაც, ვნახოთ რა გამოვა. ვისაუბრეთ კოლეგებთან თანამშრომლობაზე, როგორც წარმატების ერთ-ერთ წინაპირობაზე. ამ თემაზე ვნახეთ ვიდეოფილმიც. 
             საინტერესო შეხვედრა გამოვიდა...
    


შეხვედრა კონფერენციაზე

პირველი შეხვედრა – 6.03.2014
           ახალი კონსულტანტი გავიცანით, ქალბატონი ნონა იოსელიანი. კარგი პიროვნება ჩანს, ვფიქრობთ, რომ ურთიერთობები გამოგვივა. ამ შეხვედრაზე განვლილ საქმიანობებს გადავავლეთ თვალი, მომავალი შეხვედრების თემატიკასაც გავეცანით. ვისაუბრეთ ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვაზე, მის ტავისებურებებზე, გაკვეთილის გეგმის შეფასებაზე. ასევე ვნახეთ და განვიხილეთ ინტეგრირებული გაკვეთილის ვიდეოჩანაწერები. ვისაუბრეთ უკუკავშირზე, როგორც კომუნიკაციის კონტროლის საშუალებაზე.

2013 წელი


მეხუთე შეხვედრა – 19.12.2013
        მეხუთე კონსულტაციაზე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი განვლილ საქმიანობას, ვიმსჯელეთ მომავლის გეგმებზე, გაჩნდა ბლოგის გაკეთების იდეა, სადაც ასახული იქნებოდა ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

მეოთხე შეხვედრა – 5.12.2013
         ჯგუფის სამუშაო მიზნებიდან გამომდინარე მეოთხე კონსულტაციაზე მოვისმინეთ ჯგუფის წევრის, ია ლომსაძის გაკვეთილი VI კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რის შედეგად გავაკეთეთ გაკვეთილის ანალიზი, გამოვთქვი მოსაზრებები, დავსახეთ მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზები.

მესამე შეხვედრა – 16.11.2013
          მესამე კონსულტაცია მცირე შეფერხებით დაიწყო, იმის გამო, რომ გეგმაში ჩანიშნული ზოგიერთი საკითხი სრულად ვერ განვახორციელეთ, შეხვედრის გარკვეული დრო დავუთმეთ ამ საკიტხების დასრულებას. ამის შემდეგ დავიწყეთ მომდევნო აქტივობების დაგეგმვა, კერძოდ კათედრებზე შედგენილი შეფასების სქემების განხილვას, მოვისმინეთ კონკრეტული რეკომენდაციები შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ ჩვენს მიერ შემუშავებული გაკვეთილზე დასწრების გეგმა.

მეორე შეხვედრა – 2.11.2013

          მეორე კონსულტაცია საკმაოდ შინაარსიანი აღმოჩნდა, ქალბატონი ვიქტორიასაგან მივიღეთ ინფორმაცია ბაზალეთში დაგეგმილი კონფერენციის შესახებ. გავეცანით აღნიშნული კონფერენციის თემატიკას და გადავწყვიტეთ წარგვედგინა პროექტი "––––" რომლის ავტორიც არის ჯგუფის წევრი ნინო ხაციძე, პრეზენტატორად შევარჩიეთ ჯაბა ლაბაძე.  ასევე ვიმუშავეთ მასწავლებელთა საჭიროებების და მოტივაციის დასადგენ კითხვებზე. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოსზრება-შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე.შევავსეთ კითხვარები სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საგნობრივი ტრენინგების შესახებ.

პირველი შეხვედრა – 6.10.2013

        პირველ კონსულტაციას დაესწრო ჯგუფის შვიდივე წევრი, პირველ რიგში გავიცანით ჯგუფის კონსულტანტი ქალბატონი ვიქტორია უშანგიშვილი (ერთობ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა). გავარკვიეთ ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობანი, ჩვენი როლი სკოლის ბაზაზე თანამშრომელთა განვითარებაში და შევუდექით ჯგუფის სამუშაო გეგმის შედგენას. ასევე გადავხედეთ და თემატურად დავაწყეთ ჯგუფის მუშაობის ამსახველ დოკუმენტაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий